ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ეუთოს ასამბლეაზე ოკუპაციის პრობლემატიკასა და „მოსკოვის მექანიზმის“ უზუსტობებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება, სადაც თითოეულ წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა გამოწვევებსა, თუ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს.
სამხარაძის განცხადებით, მან სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციის პრობლემატიკაზე და რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ასამბლეაზე კოლეგებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში არსებულ მრავალ ფაქტობრივ უზუსტობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესწრება ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეას, რომელიც ჰააგაში იმართება. დღეს დაიწყო სამივე კომიტეტის სხდომები, როგორც პოლიტიკური და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის. თითოეულ ჩვენს წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს აქვს, მათ შორის პროგრესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და მათ შორის უსამართლო დამოკიდებულებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო დროს ხორციელდება. მე პირადად ვისაუბრე ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ვისაუბრე ასევე იმ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ითვალისწინებს და ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი მქონდა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს „მოსკოვის მექანიზმი“ არის დეკლარაციის პირველად ვერსიაში. მე ჩემს კოლეგებს ავუხსენი, თუ რა პირობებში მომზადდა მოსკოვის მექანიზმის შეთანხმება და ასევე მქონდა საუბარი იმაზე, რომ ეუთოს წევრების უდიდესმა უმრავლესობამ ამ მექანიზმს მხარი არ დაუჭირა, არც მის ამოქმედებას და არც მის შედეგს და ასევე, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტის მიერ დაწერილი ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ძალიან ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას და მის მიერ მტკიცებულებები უდიდეს ნაწილზე, იმ ასე ვთქვათ ბრალდებებისა, რომლებიც ანგარიშში არის გამოთქმული, მტკიცებულებები არ არსებობს. ეს სხდომები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით ასევე კონკრეტულ პროვოკაციებსაც, მათ შორის იცით, რომ დარეგისტრირებულია ჯო უილსონის მიერ რეზოლუციის დრაფტი, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ ყოველწლიურ სესიაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1783355269
საზოგადოებათამარ იოსელიანი: „ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი
„ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ო...
1783353025
მსოფლიოტრამპი: ვფიქრობ, უკრაინაში ომის დასრულებასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ხალხს ჰგონია - პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს, ზელენსკის რეალურად სურს, რომ ეს ახლა დასრულდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მხარეები კონფლიქტის დარეგულირებისკენ აქტიურად მიისწრაფვია...
1783351955
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო
„ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სად...
1783350675
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ღია, პროფესიული და შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა საფუძვლად დაედება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზედაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილ...
1783348484
საზოგადოებალევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გა...


























