მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო
„ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სადაც მინისტრმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენება მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით მოხდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ხედავს და წამყვანმა კომპანიებმა კარგად იციან, თუ რა მოდელით ოპერირებენ წარმატებული პორტები.
„ჩვენ მიერ არჩეული ახალი მოდელი, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის“ მოდელი, ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც საერთაშორისოდ აპრობირებულია. ასეთი მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. ამდენად, პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო. ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი ინტერესი უშუალოდ შუა დერეფანში ჩართული ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან და, რა თქმა უნდა, ჩინეთიდან.
ჩინეთი ყოველწლიურად აგენერირებს საკმაოდ დიდი მოცულობების ტვირთს, რა თქმა უნდა, მთავარი ტვირთნაკადი მოდის ჩინეთიდან, შემდგომ უკვე ყაზახეთიდან და ამდენად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და აქვს იმას, რომ ჩვენ ვიხილოთ ჩინელი ოპერატორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1783345758
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უცხოეთში, მავანთ, ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, არაერთი მცდელობა იყო მათი მხრიდან, რომ ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ
დიდი ხანია ვიცით, რომ უცხოეთში, მავანთ, ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, კერძოდ, იმ ძალებს, ვისთვისაც მორალური ღირებულებების მიღმაა საკუთარი ინტერესის განხორციელების მცდელობა, -...
1783345648
საზოგადოებაჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე: მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში
მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციე...
1783344719
საზოგადოებაანდრია ჯაღმაიძე: წლები არ გაგვიმხელია ეს ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში - რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ
თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ, - აღნიშნული დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. მამა ანდრია...
1783344647
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას
7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“. ინფორმაციას საქართველოს...
1783343428
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6415 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...



























