მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი
ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი.
„ვიტოვებთ ძალიან დიდ სურვილს და ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩვენ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარე, როგორც პარტნიორი და სწორედ ეს იქნება ყველაზე სწორი პოლიტიკა, სადაც საქართველო უზრუნველყოფს, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან ან არაერთი სახელმწიფოს კერძო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას და რომელიც უზრუნველყოფს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1783348484
საზოგადოებალევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გა...
1783347642
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა
გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად ს...
1783345758
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უცხოეთში, მავანთ, ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, არაერთი მცდელობა იყო მათი მხრიდან, რომ ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ
დიდი ხანია ვიცით, რომ უცხოეთში, მავანთ, ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, კერძოდ, იმ ძალებს, ვისთვისაც მორალური ღირებულებების მიღმაა საკუთარი ინტერესის განხორციელების მცდელობა, -...
1783345648
საზოგადოებაჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე: მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში
მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციე...
1783344719
საზოგადოებაანდრია ჯაღმაიძე: წლები არ გაგვიმხელია ეს ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში - რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ
თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ, - აღნიშნული დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. მამა ანდრია...



























