პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიღებული გადაწყვეტილება ასევე გავრცელდება იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და წარმატებით შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III- ის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედი სასულიერო პირები ჩაირიცხებიან დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად - ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ქულისა და სასწავლებლის მიერ დადგენილი, შიდა გამოცდების წარმატებით დაძლევის ამსახველი ქულების ჯამის საფუძველზე. ჩარიცხული სასულიერო პირები შეძლებენ პროგრამით დადგენილი 275 კრედიტიდან, ელექტრონული ფორმატით, დისტანციურად, ისწავლონ 60 კრედიტის შესატყვისი სასწავლო კომპონენტი (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში), ხოლო შუალედური და დასკვნითი გამოცდები ჩააბარონ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.

მიღებული გადაწყვეტილება ასევე გავრცელდება იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და წარმატებით შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება.

დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მსურველებთან საორიენტაციო შეხვედრები დაიგეგმება 2026 წლის 14 სექტემბრიდან. შეხვედრების განრიგი გამოქვეყნდება სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 47⁴ მუხლის მე-5 პუნქტისა და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული, დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783351955

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო

„ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სად...

მარიამ ქვრივიშვილ

1783350675

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ღია, პროფესიული და შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა საფუძვლად დაედება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზედაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილ...

მარიამ ლაშხ

1783348484

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი

ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გა...

ლევან მახაშვილი

1783347642

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა

გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად ს...

მარიამ ქვრივიშვილი

1783345758

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: უცხოეთში, მავანთ, ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, არაერთი მცდელობა იყო მათი მხრიდან, რომ ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ

დიდი ხანია ვიცით, რომ უცხოეთში, მავანთ, ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, კერძოდ, იმ ძალებს, ვისთვისაც მორალური ღირებულებების მიღმაა საკუთარი ინტერესის განხორციელების მცდელობა, -...

დავით მათიკაშვილი