ნინო წილოსანი კანადაში აჰმედ ჰუსენთან შეხვედრაზე: მისი, ისევე როგორც მთლიანად კანადის მთავრობის ინტერესია, რომ საქართველოსთან გააძლიეროს ურთიერთობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც, ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ჰუსენთან შეხვედრას აფასებს, რომელიც კანადაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„მან ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს აქვს. მისი, ისევე როგორც მთლიანად კანადის მთავრობის ინტერესია, რომ საქართველოსთან გააძლიეროს ურთიერთობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც, ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი", - განაცხადა წილოსანმა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით კი, გამოიკვეთა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესება.
„ვისაუბრეთ როგორც გეოპოლიტიკასა და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე შევეხეთ ეკონომიკურ დიპლომატიას და იმ კონკრეტულ პროექტებს, რომლებითაც კანადელი ინვესტორები დაინტერესდებიან”, - განაცხადა ლაშხმა.
1780551620
ახალი ამბებიქადაგიშვილი: სააკაშვილისა და ვიღაც სხვების ეგო, მაგალითად, მელიასი, ერთმანეთს ებრძვის, ამ წაგებულ თამაშში, დარჩენილი ელექტორატისა და პარტიული მემკვიდრეობის გაყოფაზე აქვთ დავა
ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე მწვავე დაპირისპირებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. „რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციაში ასეთი მწვავე დაპირისპირებაა, ა...
1780550354
ახალი ამბებიმათიკაშვილი: ტრამპის ადმინისტრაციისგან სხვა დამოკიდებულებაა, საუბარია პრაგმატულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ჩვენი მზაობაა, სამართლიან ჭრილში განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჰქონდათ სხვა პოლიტიკურ წრეებთან შესაბამისი ურთიერთობა და შემდგომ საელჩომ გააკეთა კონკრეტული განცხადება, სად...
1780550297
ახალი ამბებივოლსკი აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: იმედი გვაქვს, ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით განვითარდება, ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აფასებენ. მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელი გახდება. პარლამენტი...
1780549471
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივნისს საქართველოში
4 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...
1780519769
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს
აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად, ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პ...






























