ნინო წილოსანი: როდესაც ვხედავთ, რომ მოლდოვის ლიდერები აპირებენ ქვეყანა რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანონ, ძალიან ნათელია რა რისკებს გადაურჩა საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა“.
წილოსანის განცხადებით, როდესაც მოლდოვის ლიდერები აპირებენ, რომ ქვეყანა რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანონ, ძალიან ნათელია რა რისკებს გადაურჩა საქართველო.
„მაია სანდუს მსგავსი პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს ჩვენს მოწინააღმდეგე რადიკალებს იმ პროცესებში, რომელსაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართავდნენ. თუ რატომ უჭერდა მაია სანდუ მხარს ამ რადიკალებს და მათ შორის, სხვა ევროპოლიტიკოსები და ბიუროკრატია, ალბათ ადვილი მისახვედრია, რადგან მათთვის მოსაწონია მაია სანდუს გადაწყვეტილება და სურვილი, რომ რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანოს მოლდოვა და მოლდოვას დაუკარგოს დამოუკიდებლობა.
სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით მთელი ამ პერიოდის მანძილზე და როდესაც ერთი მხრივ ვხედავთ მოლდოვა და მოლდოვის ლიდერები როგორ აპირებენ, რომ ის რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანონ, ძალიან ნათელია რა რისკებს გადაურჩა საქართველო“, - აცხადებს ნინო წილოსანი.
1768306550
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: 2025 წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციები შეაჯამა - მისი ინფორმაციით, გასულს წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავ...
1768304283
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ
„დარწმუნებული ვარ, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-სთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონო...
1768303466
ახალი ამბებიახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (...
1768302289
მსოფლიოანდრაშ ლასლო: მას შემდეგ, რაც ტრამპმა USAID-ი დახურა, ევროკავშირი ცენზურის ძალისხმევას აძლიერებს
უნგრელი ევროპარლამენტარის ანდრაშ ლასლოს შეფასებით, ევროკავშირი ცენზურას აძლიერებს. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას და...
1768298572
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა
საქართველო პატარა სახელმწიფოა და, როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება, ვიზრუნოთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილ...



























