მარიამ ქვრივიშვილი: უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ

„დარწმუნებული ვარ, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-სთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და DAMAC Properties-ის დამფუძნებლის, ჰუსეინ საჯვანის შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კორპორაციის დამფუძნებელთან, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვემსჯელა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე.

არაერთი სექტორი განვიხილეთ, სადაც შესაძლებელია საქართველოში ინვესტიციის განხორციელება და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, DAMAC Properties უმსხვილესი მოთამაშეა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე როგორც დეველოპერულ, ისე სტუმარმასპინძლობის სექტორში.

DAMAC ჯგუფი, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს 4 ათასზე მეტი თანამშრომელი, ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია და მისი წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768303466

ახალი ამბები

ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (...

მოძრაობა აკრძალულია

1768302289

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: მას შემდეგ, რაც ტრამპმა USAID-ი დახურა, ევროკავშირი ცენზურის ძალისხმევას აძლიერებს

უნგრელი ევროპარლამენტარის ანდრაშ ლასლოს შეფასებით, ევროკავშირი ცენზურას აძლიერებს. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას და...

ანდრაშ ლასლო

1768298572

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა

საქართველო პატარა სახელმწიფოა და, როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება, ვიზრუნოთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1768297447

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლდოვას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა უჭირს

ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას, რაც მოლდოვაში ტრიალებს. ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც თურმე იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას, როგ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1768295508

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა და ზაიედის მდგრადობის პრიზით დაჯილდო...

საქართველოს მთავრობა