ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციები შეაჯამა - მისი ინფორმაციით, გასულს წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები - კერძოდ, ექსპორტის მოცულობა 11.2%-ით გაიზარდა და 7.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელმაც 25.8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ექსპორტის მაჩვენებლების მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2025 წლის დეკემბერშიც - ის 22.5%-ით გაიზარდა წინა წლის დეკემბერთან შედარებით და 673.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, 2025 წლის დეკემბერში ის 8.5%-ით გაიზარდა და 1,843.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2025 წლის დეკემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,516.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.
საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ერთი მხრივ ქვეყნის საჭიროებები უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი პროდუქციით, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი.
„ამისთვის მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით უზრუნველყოფს საექსპორტო არეალის გაფართოებას. საბოლოო ჯამში ეს ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1768304283
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ
„დარწმუნებული ვარ, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-სთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონო...
1768303466
ახალი ამბებიახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (...
1768302289
მსოფლიოანდრაშ ლასლო: მას შემდეგ, რაც ტრამპმა USAID-ი დახურა, ევროკავშირი ცენზურის ძალისხმევას აძლიერებს
უნგრელი ევროპარლამენტარის ანდრაშ ლასლოს შეფასებით, ევროკავშირი ცენზურას აძლიერებს. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას და...
1768298572
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა
საქართველო პატარა სახელმწიფოა და, როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება, ვიზრუნოთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილ...
1768297447
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლდოვას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა უჭირს
ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას, რაც მოლდოვაში ტრიალებს. ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც თურმე იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას, როგ...




























