ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესებში ნოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ასოციაციის წევრთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საარჩევნო გარემოში ტექნოლოგიური ნოვაციების სწრაფი ტემპით განვითარების ფონზე. მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანამშრომლობენ ასოციაციაში გასამართი მართვის ორგანოების არჩევნების საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზების და ჩატარების პროცესში.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც წარმოადგენს მყარ საფუძველს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო, თუ ტექნოლოგიურ აქტივობებში. ასევე, აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდილების გაზიარებასა და სათანადო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა ინსტიტუციამ შეძლოს კორპორაციული არჩევნების ეფექტიანად და მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირება“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს ცესკოსთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც საშუალებას მისცემს ადვოკატთა ასოციაციას, როგორც დამოუკიდებელ თვითმმართველობას, მოახლოებული კორპორაციული არჩევნები ჩავატაროთ უფრო მაღალ დონეზე, ეფექტიანად გამჭვირვალედ და სამართლიანად, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ცესკოს მხარდაჭერა, ტექნოლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ სამაგალითო და მოდელური არჩევნები გვექნება ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში“,- განაცხადა დავით ასათიანმა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს ცესკოში მოაწერეს.
1764243247
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით
ალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მ...
1764240640
ახალი ამბებინინო წილოსანი: შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან„იგლ ჰილსის“ პროექტს
შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან „იგლ ჰილსის“ პროექტს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტ...
1764239562
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირი საქართველოს შემოუერთდა ამ პათოსში
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუ...
1764239464
საზოგადოებანინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: გამჭვირვალობა მთავარი მოტივაციაა, რითაც ევროკავშირის კანონმდებლები იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, გვახსენდება იგივე პოლიტიკოსები, როგორ გვაკრიტიკებდნენ გამჭვირვალობისთვის
[ევროკავშირის გამჭვირვალობის კანონზე] გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ბოლომდე უნდა დავიცვათ ის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...
1764239149
ახალი ამბებილაშხი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე: როდესაც მსგავსი ტიპის პროექტს აკრიტიკებ, პირველ რიგში, ხარ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მომართული
„როდესაც მსგავსი ტიპის პროექტს აკრიტიკებ, ხარ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მომართული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატ...



























