ნოდარ ბოკერია: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება
დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნოდარ ბოკერიამ კოლეგებს ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს წელი წარმატებული იქნება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ასევე, აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა უკავშირდება „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას და იმ ბენეფიტებს, რომლებიც მოსახლეობამ დღემდე მიიღო.
ნოდარ ბოკერიამ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწია და 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
მისივე თქმით, უპრეცედენტო სავალუტო რეზერვების ზრდა ნიშნავს უცხოელი ინვესტორების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებისა და ზოგადად, სიტუაციის მიმართ ნდობის გამოხატვას.
აღნიშნულის მაგალითად ,ნოდარ ბოკერიამ „იგლ ჰილსის“ 6,6 მილიარდიანი ინვესტიცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება, რაც ეროვნულ ბანკს დივერსიფიკაციის განხორციელების დამატებით ბერკეტებს მისცემს. უპრეცედენტოდ გაზრდილი სავალუტო რეზერვები კი მოსახლეობას იმ საერთაშორისო რყევებისგან დაიცავს, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
საკრებულოს წევრი თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივას შეეხო, რომელიც ფასების რეგულირებას უკავშირდება.
როგორც მან აღნიშნა, საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი ხელოვნურად შეადგენს 86%-ს, რაც, მათ შორის, სადისტრიბუციო ქსელებთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სადისტრიბუციო ქსელები უმეტესად ოპოზიციას და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძეს უკავშირდება. აქვე შეგახსენებთ მის დესტრუქციულ როლს ჩვენთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში ანაკლიის პორტის საქმეში, რის გამოც მან საერთაშორისო არბიტრაჟის წინაშე პასუხი აგო“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
მისივე თქმით, პრემიერ მინისტრის ინიციატივა მიზნად ისახავს ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და კარტელური პრინციპის აღმოფხვრას, რაც ამჟამად სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
1767978169
ახალი ამბებიხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩნდა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახედებენ, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული
1767977369
ახალი ამბებიგაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება
გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალ...
1767974772
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–...
1767973321
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოდანაშაულის საქმეზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანი...
1767971808
მსოფლიოვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა
ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა...































