"ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მეორე დღეა სროლის და აფეთქების ხმა ესმით" - მედია
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მეორე დღეა სროლის და აფეთქების ხმა ესმით.
ერგნეთელების დაკვირვებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან.
სოფლის მცხოვრების, ვეფხვია კასრაძის თქმით, სროლის და აფეთქების ხმა სოფელში ხშირად ესმით და ეს ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი ხდება.
„ეს ორი დღეა ძალიან გააქტიურდა ვარჯიშები ცხინვალში.
არის მასიური დაბომბვის იარაღის გამოყენების ხმა.
ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია და მაგონებს 8 აგვისტოს ომის დასაწყისს.
ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ რუსებმა“, - ამბობს ის.
29 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოტომსროლელთა ბატალიონის წვრთნა იწყებოდა ოკუპირებულ სოფელ ძარწემში მოწყობილ პოლიგონზე. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი საცეცხლე და საინჟინრო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად გავიდა პოლიგონზე.
ვარჯიშის დროს მუშავდება სხვადასხვა საკითხი: სხვადასხვა ვითარებაში დანაყოფებისა და ცეცხლის მართვის უნარი, სამედიცინო მომზადება (პირველი დახმარების გაწევა, დაჭრილების ბრძოლის ველიდან გამოყვანა), საინჟინრო მომზადება, ტერიტორიის შესწავლა და საცეცხლე პოზიციების შეცვლა - ეს ინფორმაცია სააგენტო „რესის“ საიტზე განთავსდა.
ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო კონტრაქტორთა ნაწილი 30 მარტს დაბრუნდა უკრაინის საბრძოლო მოქმედებათა ზონიდან.
ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებთან შესახვედრად გაემგზავრნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები.
ეს საკითხი მათთვის პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ხდება.
გუშინ, 30 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში ჩატარდება რეფერენდუმი. 10 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, თუმცა ე.წ სარეფერენდუმო საკითხის ბიულეტენები ჯერ არ იბეჭდება.
წყარო: რადიო თავისუფლება
ამავე თემაზე:
1791456032
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...
1791455673
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური საიას განცხადებაზე: მათ მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა....
1791454911
ახალი ამბებისგპ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...
1791454427
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...
1791452027
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...


























