პაატა კალანდაძე: გასათვალისწინებელია საქართველოს როლი, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, რომლის ვალდებულებაშიც შედის აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება, როგორც ტვირთების დინებით, ასევე, ენერგეტიკული საკითხების თვალსაზრისითაც

ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ქალაქ ცინგ-ტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას - გამოვა სიტყვით.

მინისტერიალი ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების განვითარებასა და გლობალური ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა - „ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება“, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაცვლასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებას გულისხმობს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, პაატა კალანდაძე აცხადებს, რომ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ღონისძიება მეოთხეჯერ იმართება და მას სათავე დაედო ჯერ კიდევ 2016 წელს. საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ჯერ კიდევ 2015 წელს მიუერთდა ინიციატივას და ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც გახდა ამ ოჯახის წევრი. შესაბამისად, გასათვალისწინებელი არის, ასევე, საქართველოს როლი დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც შუა დერეფნის ქვეყანა, რომლის ვალდებულებაშიც შედის აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება, არა მარტო ადამიანების დინებით, არა მარტო ტვირთების დინებით, არამედ ენერგეტიკული საკითხების თვალსაზრისითაც. ასევე, იმ მნიშვნელობას, რომელსაც ანიჭებს მონაწილე ქვეყნები ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ამ დერეფნის გასწვრივ“, - განაცხადა პაატა კალანდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795639041

მსოფლიო

ეგვიპტეში ბენზინმზიდის გადაბრუნების შედეგად გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ წრიულ გზაზე ბენზინმზიდი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ზემოაღნიშნული წრიუ...

ხანძარი ეგვიპტეში

1795638713

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელზე: თავისივე შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში არიან, ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, მაგრამ მოუწევთ და ჩვენ მზად ვართ სახე შევანარჩუნებინოთ, გადავფურცლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა

ბევრი ქვეყანაა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრიუსელის გაბუტვის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილ...

ლევან მაჭავარიანი

1795638080

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელისა და მათი აგენტურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ, იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, რომ ბრალი აღიაროს, არის ის რომ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ

ეს არის ის ნარატივი, რომელიც საერთოა ბრიუსელისთვის და საქართველოში მათი ადგილობრივი აგენტურისთვის, ვინაიდან, რუსეთი, რა თქმა უნდა ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება და რაც არ მოსწონთ, ყველაფერს აკერებენ რ...

ლევან მაჭავარიანი

1795637415

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის

თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქარ...

ლევან მაჭავარიანი

1795636558

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში

ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის. შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დ...

ლევან მაჭავარიანი