პაპუაშვილი ეკლესიაზე თავდასხმაზე: ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ, რომ საზოგადოება გაყონ - ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის, ვინც ქართულ საზოგადოებას მტრობს

 ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება გაყონ და შეიტანონ დაპირისპირება. ამიტომ ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის ის, ვინც ქართულ საზოგადოებას მტრობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის შეფასებისას.

მისი თქმით, ის ვინც ცდილობს, რომ ქართული ეკლესია დაყოს, საზოგადოება დააპირისპიროს ეკლესიას, არიან ის ადამიანები, ის ჯგუფები, ის ხელისუფლებები უცხოეთიდან, რომლებიც საქართველოს მიმართ მავნე მიზნებს ახორციელებენ.

„როდესაც ცოტა ხნის წინ კონტრდაზვერვითი საქმიანობის გამოვლენაზე იყო საუბარი, მამუკა მდინარაძემ ახსენა კიდეც, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყანა არის, რომელიც საქართველოში ასეთი საქმიანობას ეწევა. ასე რომ, ამ მიმართულებითაც შეიძლება, ასეთ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი.

ვხედავთ, როგორც იქცევიან. სულ ახლახან ვნახეთ, პოლონეთის მთავრობამ ქართულ ენაზე პროპაგანდისტული არხი ჩართო და პირველი, რაც გააკეთეს, თავს დაესხნენ ქართულ ეკლესიას. თუ პოლონეთის მთავრობას ჰგონია, რომ აქვს რაიმე უფლება, რომ საქართველოს ეკლესიას თავს დაესხას, ეს არის მათი დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებენ საკუთარ სიმცირეს ეკლესიის სიდიდესთან მიმართებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778407431

ახალი ამბები

მეუფე შიო: მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების მიღება

 მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ...

 მიტროპოლიტმა შიო

1778404082

ახალი ამბები

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატან...

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

1778401877

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნი...

ააა

1778399099

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ პირობებში ინდულგენციას არ წარმოადგენს არც პოლიტიკური თანამდებობა, არც ჩვენი გუნდის წევრობა, არც სამართალდამცველობა და, შესაბამისად, ყველანი თანასწორები ვართ კანონის წინაშე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებულების დაკავების შემდეგ ოპოზიციასა და მათ მოკავშირეებს ქვეყნის დაზიანების ბერკეტები ხელიდან გა...

ლევან მაჭავარიანი

1778398307

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება სლოვაკ...

შალვა პაპუაშვილი