პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს - ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს

 ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.

მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ იგი არ ფიქრობს, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრს და ელჩს სჭირდება იმის ახსნა, რა არის ევროპა და რომ ამ თემაზე პაპუაშვილის განცხადებით შეწუხებულია.

„ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემას, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც გაუკეთა ამ ერთმა ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას.

ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს. დარჩა სულ რამდენიმე კვირა მისი ყოფნისა საქართველოში. ასე რომ, ველით, რომ ის დატოვებს საქართველოს და ქართულ-გერმანული ურთიერთობის ეს მომენტი დაგვავიწყდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778404082

ახალი ამბები

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატან...

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

1778401877

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნი...

ააა

1778399099

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ პირობებში ინდულგენციას არ წარმოადგენს არც პოლიტიკური თანამდებობა, არც ჩვენი გუნდის წევრობა, არც სამართალდამცველობა და, შესაბამისად, ყველანი თანასწორები ვართ კანონის წინაშე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებულების დაკავების შემდეგ ოპოზიციასა და მათ მოკავშირეებს ქვეყნის დაზიანების ბერკეტები ხელიდან გა...

ლევან მაჭავარიანი

1778398307

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება სლოვაკ...

შალვა პაპუაშვილი

1778396004

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების...

ნარკოდანაშაული