შალვა პაპუაშვილი: საქართველოსგან მტრის ხატს ნუ ქმნიან, ბრიუსელის მხრიდან უნდა შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს
მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს, უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უნდა გაუქმდეს ის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება.
„ჩემი რჩევა იქნება, რომ გულმოდგინედ წაიკითხონ ჩემი წერილი, გაიაზრონ და მიიღონ იქ რაც წერია. ეს უპირველეს ყოვლისა გამოადგება თავად ევროკავშირს და ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა.
ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს. უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის ინტერესებს და უნდა გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება. მე ვურჩევ კიდევ ერთხელ ყველას ევროკავშირში, ნუ ქმნიან საქართველოსგან მტრის ხატს.
ეს არის ევროპის ბნელი წარსული, როცა მთელი ქვეყნისგან ცდილობ, შექმნა მტრის ხატი. ჩემი წერილი ასევე ეხებოდა ევროპის დღის გამიჯვნას ფაშიზმზე გამარჯვების დღისგან. შარშან ვერ მოვისმინეთ ელჩისგან იმ 300 ათასი ქართველის წვლილზე, რომელიც დაიღუპა იმისთვის, რომ დღეს ევროპა იყოს ისეთი, როგორიც არის, ფაშიზმისგან თავისუფალი. არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე და უკვე ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში ევროკავშირის დღით, რაც არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც გაიღეს სხვადასხვა ხალხებმა.
როცა რაიმე დღე აღინიშნება ქვეყანაში და შენ ხარ სტუმარი, სტუმარი შენი დღესასწაულით შედიხარ მასპინძელთან და არც კი იხსენებ, რას აღნიშნავს მასპინძელი იმ დღეს, ეს არ ჯდება არანაირ გაგებაში. ეს აჩვენებს იმას, რომ არის მცდელობა, გადაფარონ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. წაშალონ ის მეხსიერება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არის სამამულო ომთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1778413256
ახალი ამბები11 მაისს დაგეგმილ გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 11 მაისს დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა. როგორც საპატ...
1778410363
ახალი ამბებიზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა
ტრავმით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი მოედანს წარმატებულად დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „ამიენი“ 5-0 დაამარცხა. მასპინძლების ქ...
1778407431
ახალი ამბებიმეუფე შიო: მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების მიღება
მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ...
1778404082
ახალი ამბებივაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატან...
1778401877
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნი...































