პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე: შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი

შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების შესახებ.

მან გუშინდელი დებატები მოსკოვში 1989 წელს, 9 აპრილის მოვლენების შემდეგ გამართულ ყრილობას შეადარა.

„ინტონაციითაც და ტონალობითაც, ვისაც ახსოვს, ალბათ გაახსენდებოდა, 1989 წელს, მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკიდან წარმოდგენილი დეპუტატები აი, ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ, მათ შორის, გვარებსაც რომ ვუყურებთ, საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის, ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც ამავე დროს ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, ის იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის „ინფექცია“, „ხალხის ბრალია. ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ის იყენებს ქართველების მიმართ. ასევე შეგახსენებთ, რომ ქალბატონი იუკნევიჩიენე 4 ოქტომბერს ძალადობრივ დამხობას აგულიანებდა და მხარს უჭერდა. ასევე იყვნენ სხვა მოძმე ბალტიის ქვეყნებიდან წარმოდგენილი დეპუტატები.

ეს არის, რაც მივიღეთ - ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი და ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს და და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაშიც უკან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773302577

ახალი ამბები

გივი თარგამაძე: ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას და შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს

ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე. მისი თქმით, შესაბამისად, არა...

გივი თარგამაძე:

1773301333

ახალი ამბები

როგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წელს ჩეხეთში დაარეგისტრირა

როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა. ასოციაციის წესდებაში, რომელიც...

საზოგადოება

1773299297

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება, არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი

„ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რა განცხადებები მოჰყვა ერთი წლის წინ ამ ცვლილებას, ამ კანონის მიღებას. ეს არახალია, მათ 2009 წლიდან უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად“- ამის შესახებ ფრ...

ირაკლი კირცხალია

1773298486

ახალი ამბები

ტყიბულის მერია: მეწყრული პროცესების შედეგად, დაინგრა 5 საცხოვრებელი სახლი, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია

„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიც...

ტყიბულის მერია:

1773297862

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცნობით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. მათივე ცნობით,...

მიგრაციის დეპარტამენტი