ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება, არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი
„ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რა განცხადებები მოჰყვა ერთი წლის წინ ამ ცვლილებას, ამ კანონის მიღებას. ეს არახალია, მათ 2009 წლიდან უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საუბრისას გადაცემაში „იმედი live“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი უნდა ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად.
„როდესაც ვსაუბრობთ სიჯანსაღეზე, როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ პოლემიკაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ გამოხატვის თავისუფლებაზე, ჯანსაღ სიტყვის თავისუფლებაზე, ჯანსაღ ოპონირებაზე, რა თქმა უნდა, აქ უდიდესი წვლილი შეაქვს მედიას.
დღეს, მათივე ხელშეწყობით, ისინი, პირველ რიგში, რას უწყობდნენ ხელს? ისინი უწყობდნენ ხელს პოლარიზაციას, მაქსიმალურ პოლარიზაციას უწყობდნენ ხელს და გახსოვთ ის არნახული ბულინგი, რომელი ბულინგიც ხორციელდება თუნდაც, ამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ და სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, ის სრულიად ანტიკოლეგიალური დამოკიდებულება იმიტომ, რომ სიძულვილის ენა ეს იყო - საზოგადოების გახლეჩა. საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც ხელი ჩამოართვა, სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი და ეს შეუქო.
დედაზე, მშობელზე უარის თქმა, არ მახსოვს იმ ბიჭის გვარი, აი მართლა საცოდაობაა, ტრაგედიაა, საქართველოში არის ტრაგედია. მანაგაძე?- არ მახსოვს გვარი ნამდვილად. ახალგაზრდა ბიჭი, 20-22 წლის ბიჭი, აქტივისტი ამათი, ჩათრეული აი ამათ რაღაც ამაზრზენ მოძრაობაში, რომელმაც თქვა, დედაჩემს არ ვესაუბრები, დედა არ მყავსო.
აი, მახსოვს კადრი, ტელევიზორში ვუყურებდი ჭავჭავაძეზე ხდებოდა ეს, რომ მე დედა აღარ მყავსო და ეს შეუქეს. აი ასეთი დონის სიბინძურეს და ოჯახებში თესავდნენ პოლარიზაციას ეს უსინდისოები“- განაცხადა კირცხალიამ.
1773301205
ახალი ამბებიპაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე: შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი
შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - განაცხადა მედიასთ...
1773298486
ახალი ამბებიტყიბულის მერია: მეწყრული პროცესების შედეგად, დაინგრა 5 საცხოვრებელი სახლი, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია
„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიც...
1773297862
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ცნობით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. მათივე ცნობით,...
1773297018
ახალი ამბებისაპატრიარქოში ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი...
1773295951
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში, შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება
დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა (მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი, -...




























