მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ცნობით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.
მათივე ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის - ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის, კენიის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელორუსის და ყაზახეთის მოქალაქეები.
"ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1773297018
ახალი ამბებისაპატრიარქოში ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი...
1773295951
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში, შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება
დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა (მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი, -...
1773294600
ახალი ამბებისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი ტექნიკა, - ამის შესახ...
1773294552
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
„დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას“, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნ...
1773293774
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის სანქციები მაგალითია, რას ნიშნავს უცხოური მავნე მიზნები სხვა ქვეყანაში, ეს არის საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე და ჩვენ უნდა ვიყოთ საინფორმაციო თავდაცვის როლში
ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის მაგალითი, რას ნიშნავს უცხოური მავნე მიზნები სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღ...





























