მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბის სამიტზე: მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის სწორედ შუა დერეფნის განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი და ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, რადგან ჩვენთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე საუბრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მსურველი კომპანიების შესაბამისი ინფორმირების მნიშვნელობაზე.

„დაგეგმილია შეხვედრები მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც შესაძლოა ინვესტირებას განახორციელებენ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოსა და მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმით, რომ ჩვენს რეგიონში განახორციელონ გარკვეული საქმიანობა. რა თქმა უნდა, ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც პოტენციურ საინვესტიციო ადგილს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობისთვის ესტუმრა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები. სამიტზე ქვეყნის მეთაური შუა დერეფნის პოტენციალსა და საქართველოს როლზე, ასევე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და განვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768284209

ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი აშშ-ის მოქალაქეებს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მოგზაურობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რო...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

1768282856

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს

პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროებს მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობისთვის ესტუმრა, რომელზეც სხვადასხვა ქვე...

ირაკლი კობახიძე

1768281963

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპა რეფორმირებას საჭიროებს

„ევროპას რეფორმირება სჭირდება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოცემა The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპისა და მასთან ერთად, ნატოს მიმართ ისეთი ქვეყნების და...

დონალდ ტრამპი

1768279901

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ...

მოძრაობა აკრძალულია

1768250068

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეი: მასობრივი აქციები ხელისუფლების მხარდასაჭერად გაფრთხილებაა აშშ-ისთვის

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროსამთავრობო გამოსვლები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე ორკვირიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ გაიმართა...

მასობრივი აქციები