პაპუაშვილი: ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა - ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ და იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ახლა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხონჩით ჩავაბაროთ ჩვენი სუვერენიტეტი
„არ ვაპირებთ, ანგარიში ვაბაროთ რომელიღაც ქვეყნებს ჩვენს შიდა პოლიტიკაზე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი მართლმსაჯულებით, ამისთვის ვიბრძოლეთ და სისხლი დავღვარეთ. ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა - ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ და იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ახლა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხონჩით ჩავაბაროთ ჩვენი სუვერენიტეტი, მართლმსაჯულება, არჩევნები და ა.შ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„საბჭოთა მოსკოვს რომ გავურბოდით, იმას არ ვფიქრობდით, რომ ტალინის გავლენების ქვეშ უნდა ვყოფილიყავით. ყველას მოუწევს, რომ პატივი სცეს ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობას.
ჩვენ ვართ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის ნაწილი და ამ მხრივ ჩვენი ანგარიშვალდებულება გვაქვს - ამისთვის არის სტრასბურგის სასამართლო. რამდენჯერ ევროკავშირმა და ევროკავშირის ელჩმა რაღაც დაგვაბრალა, ყველაფერში დამარცხდა, - გინდა სააკაშვილის საქმეზე, გინდა მელიას საქმეზე, „რუსთავი 2“-ის საქმე, სხვა საქმეები - ხომ გვაბრალეს ეს ყველაფერი, ხომ დამარცხდნენ თავადვე და ხომ არავის ბოდიში არ მოუხდია ამისთვის.
საქართველოს წინააღმდეგ უკვე რამდენი წელია ამ მავნებლობას აქვს ადგილი, ახლაც იგივე მავნებლობას ვხედავთ ამ პირველი მსოფლიო ომის შხამ-ქიმიკატებთან დაკავშირებით. ამ მავნებლობას რომ ჩადიან, მერე ხელს დაიბანენ და გაიპარებიან ხოლმე და ხმას არ იღებენ. ეს ერა დამთავრდა, როდესაც ჩვენ გული გადავუშალეთ, სული გადავუშალეთ, მეგობრობა შევფიცეთ და, საპირისპიროდ, მივიღეთ ხელების ფათური ჩვენივე ოჯახში, წესრიგის დამყარების სურვილი გარედან და გენერალ-გუბერნატორებად წარმოდგენა საქართველოსი. ჩვენ არავისთვის ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებთ შიდა საქმეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1765219633
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ხელწერა იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ - ისევ მოწამვლაზე საუბრობენ, ზუსტად იგივე ხაზია, იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს
„ხელწერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც დაბრალება, აქაც მოწამვლა, ზუსტად იგივე ხაზი, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ზუსტად იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს“, - ამის შე...
1765217411
ახალი ამბებიევროკომისიის პრეზიდენტი: რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს პუტინი ომს, მით უფრო მაღალი იქნება ფასი რუსეთისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კიევის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება ორი მთავარი პრიორიტეტია „მსურველთა კოალიციისთვის“, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ...
1765215444
ახალი ამბებიკირცხალია ელისაშვილის ქმედების მიმართ ALDE-ს პასუხისმგებლობაზე: „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავ...
1765214339
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი და ეს არის კიდევ ერთი გამოვლენა იმ პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“
ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი...
1765211746
ახალი ამბებიროგორ გააწბილა სტუმარმა თეა ადეიშვილი ე.წ. „კამიტის“ საქმეზე
თეა ადეიშვილმა გადაცემაში „მთელი კვირა“, ბრიუსელიდან პირდაპირ ეთერში ჩართო უსაფრთხოების ექსპერტი, მკვლევარი, კონსულტანტი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სპეციალიზაციით, ჟან პასკალ ზანდერსი, რომლის შეფას...































