კირცხალია: ყველამ კარგად იცის, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მორყევა შეიძლება, როდესაც ის არის ეკონომიკურად მოწყვლადი, ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი
ამ ადამიანების მიზანი და სურვილი არის ერთი, მაქსიმალურად შეასრულონ ის დაკვეთა, რომელიც მოდის უცხოური სპეცსამსახურებიდან და ჩვენ ამას ბოლო დღეებია, ბოლო წლებია ძალიან კარგად ვხედავთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
კირცხალიას თქმით, ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი.
„ამ ადამიანების მიზანი და სურვილი არის ერთი, მაქსიმალურად შეასრულონ ის დაკვეთა, რომელიც მოდის უცხოური სპეცსამსახურებიდან და ჩვენ ამას ბოლო დღეებია, ბოლო წლებია ძალიან კარგად ვხედავთ. იმ სცენარებს, თუ რომელ სცენარებსაც ასრულებენ აქ ესენი ყურმოჭრილად. არ აქვს მნიშვნელობა სახელ და გვარებს, არ აქვს მნიშვნელობა ე.წ. ვითომ პარტიებს, სხვადასხვა ფერისას და სხვადასხვა ნომრისას. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან აფილირებულ გამომცემლობებსა თუ ტელევიზიებს.
მათ აქვთ ერთი, მათი ბედი არის აგენტის ბედი. მოვიდა დავალება, უნდა შეასრულონ ეს დავალება. არაერთხელ გვითქვამს, გავიმეორებ და შევახსენებ საზოგადოებას, როდესაც ქვეყანა გადაწვეს და რეალურად ფიქრობს თავის რეალურ დამოუკიდებლობაზე, თავის სუვერენიტეტზე, თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ასეთი ტიპის ბრძოლები, ასეთი ტიპის კამპანიები, რომლებიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ეკონომიკას, ემსახურება ერთს, ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით მათმა პატრონებმა ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მორყევა შეიძლება, როდესაც ის არის ეკონომიკურად მოწყვლადი.
ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და ეს გადაწყვეტილებაა ერთი, რომ ჩვენ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი, ვიზრუნოთ ჩვენს სუვერენიტეტზე, ვიზრუნოთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს პოლიტიკა გვაძლევს იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომელი ეკონომიკური შედეგებითაც და მონაცემებითაც დავიწყე მე დღეს ბრიფინგი.
ამას ვერ იტანენ და ამას ებრძვიან სხვადასხვა სახელით და გვარით, სხვადასხვა ორგანიზაციით, სხვადასხვა არასამთავრობოთი თუ ტელევიზიით. ეს არის მათი აგენტურა, რომელიც ასი პროცენტით არის გაშიფრული“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
1765215444
ახალი ამბებიკირცხალია ელისაშვილის ქმედების მიმართ ALDE-ს პასუხისმგებლობაზე: „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავ...
1765214339
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი და ეს არის კიდევ ერთი გამოვლენა იმ პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“
ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი...
1765211746
ახალი ამბებიროგორ გააწბილა სტუმარმა თეა ადეიშვილი ე.წ. „კამიტის“ საქმეზე
თეა ადეიშვილმა გადაცემაში „მთელი კვირა“, ბრიუსელიდან პირდაპირ ეთერში ჩართო უსაფრთხოების ექსპერტი, მკვლევარი, კონსულტანტი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სპეციალიზაციით, ჟან პასკალ ზანდერსი, რომლის შეფას...
1765210573
ახალი ამბებიზარქუა: ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა-კომუნისტკები", ამუნათებენ, რატომ? -„ფარაში" გამოქვეყნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის" ლობისტები მათ ქირაობენ და ტექსტებსაც კი უწერენ რეზოლუციებისთვის
აღმოჩნდა, რომ ირლანდიის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მოწინავე პოზიციებია. ეს ნიშნავს, რომ ყველა ინსტიტუცია - მთავრობა, პარლამენტი, ცალკეული სამინისტროები, სას...
1765208241
ახალი ამბები„მივიდა დაზარალებულის ბინაში, დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა“ - განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით და...































