პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა წარადგინა.
კახა ოქროჯანაშვილის განცხადებით, 2027 - 2029 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის საერთო საპროგნოზო მოცულობა განსაზღვრულია 102 მლნ. ლარით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით 2026 წლის ბიუჯეტიდან ამოღებულია პარლამენტში არ შემოსული პარლამენტის 49 წევრის ხელფასი, 2027 წლის პროექტში პარლამენტის ბიუჯეტი 10,46 მლნ ლარით შემცირდა და მომავალი წლის ბიუჯეტი 91,54 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
მისივე თქმით, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით მომუშავეთა რიცხოვნობა უცვლელია და 708 ერთეულს შეადგენს.
პარლამენტის აპარატის უფროსმა კომიტეტის წევრებს ეკონომიკური მუხლების მონაცემები გააცნო.
„შრომის ანაზღაურების“ მუხლი 45,861 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 0,3 მლნ ლარით ნაკლებია.
„საქონელისა და მომსახურების" მუხლი, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, 0,8 მლნ ლარით არის გაზრდილი 34,080 მლნ. ლარს შეადგენს.
„გრანტების“ მუხლი უცვლელია და 0,15 მლნ ლარს შეადგენს. „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლშიც თანხა 0,9 მლნ ლარი რჩება, როგორც ეს 2026 წლის ბიუჯეტში იყო.
„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 4,511 მლნ ლარს შეადგენს და წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით ეს მონაცემი 157,00 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენციასთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლს, 2027 წლისთვის 6,042 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხები მოხმარდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურის და ლიცენზიების (IT, ტელევიზია, სამეურნეო აქტივების და სხვა) მოდერნიზება/განახლება/შეძენას“, - აღნიშნა კახა ოქროჯანაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა პარლამენტის რეგლამენტის 143-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, პარლამენტის აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობითა და არსებული საპროგნოზო ტენდენციების გათვალისწინებით.
1779709297
ახალი ამბებილანა მორგოშია: წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს, შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა. ლანამ მორგოშიამ განაცხადა, რ...
1779708649
ახალი ამბები28 მაისს პარლამენტში განათლების მინისტრს ინტერპელაციის ფორმატში მოუსმენენ
28 მაისს პარლამენტში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაცია გაიმართება, - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ინტერპელაციის გამართვა...
1779706650
ახალი ამბებიხათუნა თოთლაძე: წელს ჩვენ მესტიის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით 26 მაისის მასპინძლები, ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, ადგილობრივი მეწარმეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, გადაცემაში „იმედის დილა“ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „ვემზადებით 26 მაისისთვის. საკმაოდ ამაღელვებელ...
1779704757
ახალი ამბებიავარია მარნეული-თბილისის გზაზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ კოდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. როგორც ადგილობრივი მედია Marneulinews.ge წერს, დაშა...
1779703351
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე: შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს
შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...































