ხათუნა თოთლაძე: წელს ჩვენ მესტიის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით 26 მაისის მასპინძლები, ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, ადგილობრივი მეწარმეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, გადაცემაში „იმედის დილა“ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ვემზადებით 26 მაისისთვის. საკმაოდ ამაღელვებელი და ემოციური დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას ჩაეყარა საფუძველი და ბუნებრივია, რომ თითოეული ქართველისთვის ის ასოცირდება თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასთან და სიამაყესთან.

წლევანდელი წელი სიმბოლურია, ვინაიდან წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. 17 საუკუნის წინ, სწორედ ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია გახდა მყარი საყრდენი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ფასეულობებზე დაყრდნობით გაძლიერდა ქართველი ერი, ქართველი ხალხი და შეინარჩუნა სამშობლოს სიყვარული“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ წელს საგარეო უწყება დამოუკიდებლობის დღეს მესტიაში, მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

„რაც შეეხება ღონისძიებებს, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს, სიამაყით ვაცხადებთ, რომ წელს ჩვენ მესტიის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით 26 მაისის მასპინძლები. ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, ადგილობრივი მეწარმეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობით.

სვანეთი საქართველოს უნიკალური მხარეა, სადაც განსაკუთრებულად არის შენარჩუნებული ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ყველაფრის წარმოჩენას.

დაგეგმილია ძალიან საინტერესო აქტივობები ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობით. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმეები, რომელთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება; მოეწყობა კულინარიული მასტერკლასები და სწორედ უნიკალური სვანური სამზარეულო იქნება განსაკუთრებულად წარმოჩენილი. შესრულდება ეროვნული ჰიმნი და საღამო დასრულდება ქართველი მომღერლების მონაწილეობით გამართული გალა-კონცერტით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა, ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდება.

მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები, კონცერტები, გამოფენები, მიღებები გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ამასთან, ტრადიციულად, 26 მაისისთვის მოხდება მსოფლიო ღირსშესანიშნაობების საქართველოს დროშის ფერებში განათება.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა ქართული დიასპორის ჩართულობაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებში.

„ჩვენი დიასპორა ჩვენთან ერთად სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს ამ დღესასწაულს. გვაქვს ერთობლივი ღონისძიებები სპეციალურად დიასპორისთვის მიძღვნილი, სადაც ისინი მაქსიმალურად არიან ჩართულები და თავისი წვლილი შეაქვთ ამ დღის ერთობლივად აღნიშვნის საქმეში“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779699276

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გიორგი კანდელაკი არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ჩვეულებრივი ღალატია საუბარი, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის

გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1779697791

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია

მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობ...

 ირაკლი კობახიძე

1779695301

ახალი ამბები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები

„ამერიკელებთან რაზე უნდა დალაგდე დღეს? ყველა დელეგაციასთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, შემდეგ კვირასაც ყველანი ვხვდებით ისევ, ვინც ჩამოდის. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შეხვედრებიც იგივე [შედეგით] დასრულდება, რით...

პოლიტიკოსი

1779695051

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ. გიორგი...

ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

1779694562

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში კომპანია „ტეზერის“ შემოსვლა აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის

საქართველოში კომპანია „ტეზერის“ შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის - ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო...

ირაკლი კობახიძე