ლანა მორგოშია: წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს, შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა. ლანამ მორგოშიამ განაცხადა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზეა და ხვალ მოსულ სტუმრებს ზუგდიდის მთავარ მოედანზე იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდება. ლანა მორგოშიას თქმით, წელს 26 მაისთან ერთად აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავი და ეს დღე ორმაგად საზეიმო და განსაკუთრებულია.
„გვექნება არაერთი მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული, კულტურული ღონისძიება, ისევე, როგორც ყოველ წელს. უბრალოდ, წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის. იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. წელს აღვნიშნავთ ზუგდიდში და წარმოვადგენთ ჩვენი ეროვნული არქივის ინსტალაციებს, ასევე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ისტორიასა და ქრისტიანობის ისტორიასთან ერთად წარმოვადგენთ ისტორიას ზუგდიდის შესახებ, ისტორიულ ფაქტებს. გვექნება თემატური სტენდები, სივრცეები, ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართულებებიც იქნება წარმოდგენილი. ასევე, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული კუთხეები. მე შემიძლია მიკერძოების გარეშე ვთქვა, რომ მეგრული სამზარეულო არის ძალიან გამორჩეული და, შესაბამისად, ესეც გვაქვს გათვალისწინებული. გვაქვს მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სწორედ ამ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით სერვისს აწვდის და 26 მაისსა და სხვა ღონისძიებებზეც გვაქვს გამოფენა-გაყიდვა. გვექნება, ასევე, ყველასათვის ნაცნობი და ძალიან მოთხოვნადი სამახსოვრო პასპორტები, ქორწინების სივრცე, რომელიც არაჩვეულებრივად იქნება მოწყობილი და, წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ყოველთვის ერთი წყვილი მაინც გვყავს ხოლმე, რომელიც ამ დღეს ხელს აწერს. ვცდილობთ, ყველა ასაკის სტუმრის გემოვნება და მოთხოვნილებები გავითვალისწინოთ, თუმცა, ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა. ჩვენც გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი პენიტენციური სამსახურის აღჭურვილობა და კვადროციკლები. ასევე, მოსწონთ სამახსოვრო პასპორტები, ID ბარათების კუთხე, სადაც შესაძლებელია ფოტოს გადაღება“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.
1779699868
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს
2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ, - ამის შესახ...
1779699276
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გიორგი კანდელაკი არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ჩვეულებრივი ღალატია საუბარი, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის
გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1779697791
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია
მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობ...
1779695301
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები
„ამერიკელებთან რაზე უნდა დალაგდე დღეს? ყველა დელეგაციასთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, შემდეგ კვირასაც ყველანი ვხვდებით ისევ, ვინც ჩამოდის. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შეხვედრებიც იგივე [შედეგით] დასრულდება, რით...
1779695051
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ. გიორგი...































