სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური: ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის სამზადისი მიმდინარეობს
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მასპინძლობს 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონების ენობრივი, კულტურული, ეთნიკური მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ჩვენ მაქსიმალურად მივიტანოთ ერთიანობის განცდა თითოეულ მოქალაქემდე, განურჩევლად მისი ეთნიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა.
ჩვენ მრავალი წელია, რაც ამ რეგიონებში დღესასწაულის მასპინძელი უწყება ვართ, ამიტომ კარგად ვიცით ჩვენი სტუმრების ინტერესები. შესაბამისად, ჩვენი გეგმები ემსახურება ერთადერთ მიზანს - თითოეულმა მოქალაქემ ამ დღის სიდიადე და მთელი ხიბლი სრულფასოვნად შეიგრძნოს. გვინდა, რომ ჩვენი სტუმრები არ იყვნენ მხოლოდ დამთვალიერებლები შეთავაზებული აქტივობების, სტენდების თუ გამოფენების, არამედ ჩართული იყვნენ ყველა ღონისძიებაში. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტ საათზე დაწყებული ღონისძიებები გვიან ღამით მთავრდება, მოსახლეობის ინტერესი უცვლელად მაღალია და შესაბამისად, მთელი დღე უნდა იყოს დატვირთული და ერთმანეთს ანაცვლებდეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. ყველა ამ მოცემულობის გათვალისწინებით, დავგეგმეთ პროგრამა, მათ შორის: კულტურული, საგანმანათლებლო, მუსიკალური და სპორტული ღონისძიებები, ქორეოგრაფიული აქტივობები, მასტერკლასები, თამაშები, ზღაპრის გმირებთან ბავშვების შეხვედრები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ბავშვების მონაწილეობით, ასევე რა თქმა უნდა გალა კონცერტი; ორივე ქალაქში წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობების გამოფენაც.
რაც შეეხება შემეცნებით გამოფენებს: მარნეულში წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი გამოფენა ქართული ენის შესახებ. ექსპოზიცია აცოცხლებს ქართულ ანბანს, დამწერლობას, ორნამენტს და ლიტერატურულ საგანძურს - იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნა და შეინარჩუნა ქართული კულტურა. მისი მთავარი იდეაა აჩვენოს, როგორ იქცა ქართული კულტურა თაობების დამაკავშირებელ ცოცხალ მეხსიერებად; ახალქალაქში კი, წარმოდგენილი იქნება ისტორიული სტენდი, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას და 26 მაისის მნიშვნელობას. იგი აერთიანებს ისტორიულ დოკუმენტებს, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, საზოგადო მოღვაწეებსა და გმირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფორმირებაში და საქართველოს სიყვარულით მოუპოვეს ქვეყანას დამოუკიდებლობა.
ჩვენ უწყების მანდატის შესაბამისად, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაზე. „ქართული ენა გვაერთიანებს“ - იქნება მთავარი გზავნილი. სახელმწიფო ენის ცოდნის დონე ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი აქტივობა დავაკავშირეთ სახელმწიფო ენასთან და კონკურსებში გამარჯვებულებისთვის შესაბამისი ბრენდირებული პრიზებიც გვექნება.
წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ვთვლით, რომ ეს არის არსებითი, რადგან ჩვიდმეტ საათსა და ათ წუთზე, როდესაც მთელს საქართველოში ერთად შესრულდება საქართველოს ჰიმნი, მარნეულში პირველად გვეყოლება ჩვენი აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენელი მომღერალი, რომელიც სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს ქართულად, ქართული ხმების გუნდთან ერთად. ეს გახლავთ ჩვენი ერთობის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, განსაკუთრებით ჩვენი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ ყველას ქართული ენა გვაერთიანებს, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და ჩვენი ქვეყნის სიყვარული გვაერთიანებს!“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა.
1779709297
ახალი ამბებილანა მორგოშია: წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს, შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა. ლანამ მორგოშიამ განაცხადა, რ...
1779708649
ახალი ამბები28 მაისს პარლამენტში განათლების მინისტრს ინტერპელაციის ფორმატში მოუსმენენ
28 მაისს პარლამენტში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაცია გაიმართება, - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ინტერპელაციის გამართვა...
1779706650
ახალი ამბებიხათუნა თოთლაძე: წელს ჩვენ მესტიის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით 26 მაისის მასპინძლები, ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, ადგილობრივი მეწარმეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, გადაცემაში „იმედის დილა“ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „ვემზადებით 26 მაისისთვის. საკმაოდ ამაღელვებელ...
1779704757
ახალი ამბებიავარია მარნეული-თბილისის გზაზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ კოდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. როგორც ადგილობრივი მედია Marneulinews.ge წერს, დაშა...
1779703351
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე: შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს
შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...































