პარლამენტის საშემოდგომო სესია მიმდინარე კვირას გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია, სამშაბათს 2 სექტემბერს გაიხსნება, დღეს კი საპროცედურო საკითხთა და წესების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ბიუროს სხდომები გაიმართება. სწორედ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განიხილავენ ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეცვლის.
განიხილავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც. გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დღეს მათი ადგილმონაცვლეების საკითხს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოს პრინციპების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიაზე გიორგი გახარიას და მისი პარტიის წევრების შეწყვეტილი მანდატები, პარლამენტის ახალი წევრებით ჩანაცვლდება. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 12 ახალ ადგილმონაცვლეზე იმსჯელებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღება.
გახარიას პარტიის 12 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი, პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.
1756716557
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლო...
1756715090
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...
1756713991
ახალი ამბებიპოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. „მოგესალმებით. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ სახელით გვსურს გავაკეთოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩვ...
1756710020
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულშინასამ...
1756708701
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობის გა...