თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით

„ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ბაქოსა და თბილისს შორის 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

„გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე გვქონდა - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მატარებლებით. ყოველდღიურად ბაქო-თბილისის მიმართულებით შესრულდება რეისები, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779204267

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით

„ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...

თამარ იოსელიანი

1779202297

ახალი ამბები

ლევან მოსეშვილი: Routes Europe 2026-ზე მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან ახალი ავიარეისებისა და სიხშირეების ზრდაზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ

საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაერთიანება მეორე დღეა პარტნიორ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიურ შეხვედრებს მა...

ლევან მოსეშვილი

1779201579

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე: დარწმუნებულები ვართ, მალე მილსადენი სრულად დაიტვირთება, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ბევრად მეტი სარგებელი მიიღოს და შეასრულოს როლი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირების განახლებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბ...

თამარ იოსელიანი:

1779201298

ახალი ამბები

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე, ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღ...

26 მაისი

1779201096

ახალი ამბები

სპორტის მინისტრმა საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შეხვედრაზე მინისტრმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა მი...

სპორტის მინისტრი