ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენი ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო - საქართველოში!
„გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა. რეალურად - დომეინი და სერვერი არსად გადასულა: ტელეკომპანია „იმედის“ ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო - საქართველოში!“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „IQWeb FZ-LLC-ის კომპანია ოპერირებს გლობალურად და მისი ინფრასტრუქტურული კვანძები და გამფილტრავი სერვერები განთავსებულია ევროპის, აზიისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
„რაც შეეხება DDOS GUARD-ს, ამ კომპანიის იურიდიული მფლობელი და მმართველი კომპანია არის „IQWeb FZ-LLC“, რომელიც რეგისტრირებულია და სათავო ოფისი მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაიში, კერძოდ ტექნოლოგიურ ჰაბში - Dubai Internet City). აღნიშნული კომპანია ოპერირებს გლობალურად. მისი ინფრასტრუქტურული კვანძები და გამფილტრავი სერვერები განთავსებულია ევროპის, აზიისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
მსგავსი მოდელით ოპერირებენ სფეროს გლობალური ლიდერები Cloudflare, Akamai და სხვები, რაც წარმოადგენს თანამედროვე ინტერნეტ-უსაფრთხოების ოქროს სტანდარტს. ის ემსახურება საერთაშორისო კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს მძლავრი კიბერ-შეტევების მოგერიება. ტელეკომპანია „იმედის“ ციფრული პლატფორმების უწყვეტობისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამოიყენება შეტევების მოგერიების მრავალდონიანი სისტემა.
ცენტრალურ ამერიკაში (ბელიზი) განთავსებული სერვერი ასრულებს უსაფრთხო კარიბჭის ფუნქციას, რომელიც ახდენს მომხმარებელთა ნაკადის გაფილტვრას და მათ უსაფრთხო რეჟიმში გადამისამართებას ძირითად რესურსებზე. უშუალოდ სასერვერო ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ბაზები განთავსებულია საქართველოში, რაც უზრუნველყოფს სერვისების სტაბილურ და სწრაფ მიწოდებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
1772203688
ახალი ამბებიმაჭავარიანი: 2022 წელს ბორის ჯონსონმა ჩაშალა მოლაპარაკება, რომელსაც მიაღწიეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, მან უკრაინელი ხალხი მოატყუა, რომ დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ და დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ
სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი ვერ სრულდება მიუხედავად ბატონი დონალდ ტრამპის ბევრი და სერიოზული მცდელობისა. რაც უფრო ხანგრძლივია ეს ომის, კიდევ უფრო მეტი გახანგრძლივება სჭირდებათ, ვინაიდან ის ძალები,...
1772203026
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე
ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...
1772202679
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „...
1772200874
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე, მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი
ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე. მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღა...
1772200319
მსოფლიოჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“. „ირანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე...































