სამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს, საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“ და „კლეფედრონი”, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით.

„აღსანიშნავია, რომ „კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც, ხშირ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგს იწვევს! დაკავებულია ორი პირი.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 35 გრამამდე „ალფა-პვპ“, ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“ და 4 ლიტრამდე „მეფედრონის“ სითხე სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260-ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761467458

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში ჩვენ დავიცავთ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით ყველა ხილული, თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას

დღეს 26 ოქტომბერია. ერთი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც რეფერენდუმად გამოგვიცხადეს, ჩვენი მრავალწლიანი შრომით მოპოვებული მშვიდობისა და განვითარების დასასრულად დაგვიანონსეს და სამეზობლო...

შალვა პაპუაშვილი

1761465906

ახალი ამბები

შსს-მ ბოლო 3 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის აქციის 60 მონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 3 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე - გ....

შსს

1761465144

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკუ...

დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1761464225

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაც...

ქვემო ქართლის პოლიციამ მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავა

1761464022

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატ...

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს