პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ძალადობის გამოყენებით, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვანმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2, მე-3, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777013289

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა...

დაკავება, პოლიცია

1777013258

ახალი ამბები

პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის და გამოძალვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავ...

დაკავებადაკავება

1777013228

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-...

შსს

1777013182

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რ...

დაკავება, პოლიცია

1777012285

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

სიტყვით გამოსვლისას საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძ...

მაკა ბოჭორიშვილი