გეკა გელაძე: დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს.~

ახალი კამპანიის - „პროფესია პოლიციელი“ მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წარუდგინა.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გეკა გელაძის განცხადებით, პროექტი ემსახურება მთავარ მიზანს - ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში, ადგილზე გაეცნონ მათ მიღწევებს, შედეგებს და წარმატებას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ვფიქრობთ, აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს, ახალგაზრდები დაინტერესდნენ და ჩვენ დავაინიციირეთ კანონმდებლობა, რომ შსს-ს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763632370

მსოფლიო

Deutsche Welle: ჩინეთი გერმანიის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი კიდევ ერთხელ გახდა

„ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რომელმაც შეერთებულ შტატებს გადაუსწრო. იანვრიდან სექტემბრამდე გერმანიაში ჩინური პროდუქციის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. გერმანელი ექსპერტები ჩი...

გერმანია -

1763631907

ახალი ამბები

კახა კალაძე Eagle Hills-ის პროექტის შესახებ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: როგორ შეიძლება, გერქვას პოლიტიკოსი და იკადრო ამ ტიპის სიცრუე?

„როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ, მათ აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თ...

კახა კალაძე

1763631258

ახალი ამბები

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავაზე: დაველოდოთ გადაწყვეტილებას, იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია

„ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში...

კახა კალაძე

1763629681

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენი ფეხბურთელები, წაგებისა და მოგების მიუხედავად, გვიყვარს, პატივს ვცემთ, რადგან მათ ქართული ფეხბურთის სიყვარული დააბრუნეს

„ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს ლანძღავს, სამარცხვინოები და გაბოროტებული ადამიანები არიან, რომლებსაც არც ქვეყნის და მათ შორის არც ნაკრების წარმატება არ უხარიათ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა...

კახა კალაძე

1763627110

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმა-საურავების ჩამოწერა ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტს წარმოადგენს

სახელმწიფო მუდმივად ცდილობს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით მხარში დაუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ტაქს...

დავით მათიკაშვილი