პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული რ.მ. ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2002 წელს დაბადებული ა.გ. ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებითაა დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ 2007 წელს დაბადებულ ო.ი.-ს, ხოლო ამავე დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ 2008 წელს დაბადებულ ს.ი.-ს და მისი მისამართით გაისროლეს, რა დროსაც გასროლილი ვაზნის დეტალით იქვე მყოფმა, 1995 წელს დაბადებულმა ა.ა.-მ სახის არეში დაზიანება მიიღო.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა რ.მ. და ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 120-ე, 126-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1755932779
ახალი ამბებითბილისში 25 წლის ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრი...
1755930837
ახალი ამბებიბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1989 წელს დაბა...
1755928943
მსოფლიოესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ესტონეთი მზადაა, უკრაინაში მომავალ სამშვიდობო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა ერთი ქვედანაყოფით
ესტონეთი მზადაა, უკრაინაში მომავალ სამშვიდობო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა ერთი ქვედანაყოფით, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა. ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტერი...
1755894688
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: გამოიკვეთა სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რა აგენტურული საქმიანობა აწარმოა სალომე ზურაბიშვილმა, როგორ შეიწყალა „დიფ სთეითის“ ერთმა აგენტმა მეორე აგენტი, ნიკა გვარამია
აქ არის ცალსახა, გამოკვეთილი სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა აგენტურული საქმიანობა აწარმოა სალომე ზურაბიშვილმა, თუ როგორ შეიწყალა „დიფ სთეითის“ ერთმა აგენტმა მეორე აგენტი - ნიკა გვარამია და, თურ...
1755889933
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურისხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ დაკავებულითანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზედატოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი...