„დიპლომატიური სკანდალი“ - იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია, საფრანგეთმა იტალიის ელჩი დაიბარა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიის ელჩი დაიბარა იტალიის ვიცე-პრემიერ-მინისტრის, მატეო სალვინის, ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
ბოლო დღეებში იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ მაკრონის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთა, ძირითადად, საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით.
სალვინიმ მკვეთრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეის მხარდაჭერის გამო.
„იტალიელი ჯარისკაცები უკრაინაში? არავითარ შემთხვევაში. თუ ემანუელ მაკრონს სურს, თავად წავიდეს. დაიხუროს ჩაფხუტი, აიღოს თოფი და თავად წავიდეს უკრაინაში“, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა.
„ელჩს შეახსენეს, რომ ასეთი განცხადებები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებსა და ნდობის ატმოსფეროს ეწინააღმდეგება. აღნიშნული ეწინააღმდეგება აგრეთვე ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ორი ქვეყნის პოზიციების დაახლოებას გულისხმობს, განსაკუთებით უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - განაცხადეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში.
იტალიის მთავრობამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
1755946519
ახალი ამბებიავარია საჩხერეში - დაღუპულია 18 წლის ახალგაზრდა
საჩხერეში, სოფელ კორბოულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა. 18 წლის გოგო ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე...
1755944975
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ გვახსოვს ლევან გაჩეჩილაძის ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სადისტური სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია
„ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. „ჩვენ გვახსოვს მი...
1755940710
ახალი ამბებიშს მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და...
1755937477
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ვემზადებით იმგვარად, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში
„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ აღარ მუშაობს [საშტაბო მუშაობას ვგულისხმობ], არც ველზე არ მუშაობენ, თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები იმ მესიჯებზე, რა მესიჯებიც მოდის მათი გარე უფროსე...
1755935681
ახალი ამბები„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის მიზნებსა და ამოცანებს არც თავად ორგანიზატორები მალავენ. ხელისუფლების შეცვლა - როგორც თავად მონაწილეები ამბობენ...