ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვემზადებით იმგვარად, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში

„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ აღარ მუშაობს [საშტაბო მუშაობას ვგულისხმობ], არც ველზე არ მუშაობენ, თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები იმ მესიჯებზე, რა მესიჯებიც მოდის მათი გარე უფროსების მხრიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა  უალტერნატივოა.

„ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ კონკრეტულ ევრობიუროკრატებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ქვეშ. ჩვენ მათი დღის წესრიგი საერთოდ არ გვაინტერესებს, ჩვენ ვემზადებით იმგვარად, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში.

თბილისში, ჩვენი მიზანია, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ მერის არჩევნები. ეს ყველაფერი ეყრდნობა რეალობას, კონკრეტულ კვლევებს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და იმ განწყობას, რაც არის საზოგადოებაში წინა არჩევნებიდან მოყოლებული, სადაც ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ჩვენი მოსახლეობის და 54% ავიღეთ.

მას მერე კიდევ გაიზარდა ჩვენი მომხრეების რაოდენობა და შემცირდა რადიკალური ოპოზიციის მომხრეების რაოდენობა. ეს გამოიწვია რამდენიმე მიზეზმა, ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იყო უალტერნატივო“, - აღნიშნავს მაჭავარიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755943006

მსოფლიო

„დიპლომატიური სკანდალი“ - იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია, საფრანგეთმა იტალიის ელჩი დაიბარა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიის ელჩი დაიბარა იტალიის ვიცე-პრემიერ-მინისტრის, მატეო სალვინის, ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ. ბოლო დღეებში იტალიის ვიცე-პ...

იტალიის ვიცე-პრემიერ

1755940710

ახალი ამბები

შს მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და...

შს მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

1755935681

ახალი ამბები

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის მიზნებსა და ამოცანებს არც თავად ორგანიზატორები მალავენ. ხელისუფლების შეცვლა - როგორც თავად მონაწილეები ამბობენ...

კაპროვანის სანაპირო

1755934978

ახალი ამბები

პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბად...

დაკავება, პოლიცია

1755932779

ახალი ამბები

თბილისში 25 წლის ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრი...

დაკავება