შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის მაჟილისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის - მაჟილისის თავმჯდომარე ერლან კოშანოვს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხანგრძლივი ისტორიის მქონე მეგობრულ ურთიერთობებს, საერთო წარსულსა და მომავლის ხედვებს.
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა გასულ წელს ყაზახეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი და ხაზი გაუსვა ერლან კოშანოვის საპასუხო ვიზიტის მნიშვნელობას.
მან, აგრეთვე, მადლიერება გამოხატა ყაზახეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის.
ერლან კოშანოვმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ყახაზეთის მაჟილისის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, რაც ახალ იმპულსს მისცემს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობებს.
მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. ამ კუთხით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. აღინიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური გაცვლები. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა სექტორულ კომიტეტებსა და პარლამენტის აპარატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, კულტურის, ახალგაზრდობის საკითხებზე. ასევე, მხარეებმა გამოხატეს გაციფრულებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების ინტერესი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი აბრეშუმის გზის ქვეყნები არიან და დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რადგან სწორედ ეს დერეფანი ქმნის მრავალ შესაძლებლობას გლობალური ვაჭრობისთვის. აღინიშნა 2023 წელს, ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის ბაზაზე შუა დერეფნის ერთობლივი საწარმოს გახსნის მნიშვნელობა.
ერლან კოშანოვმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი გეგმავს ერთპალატიანი პარლამენტის სისტემაზე გადასვლას, ასევე, არჩევნების პარტიული სიით ჩატარებას და ამ კუთხით, საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, ყაზახეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ანტონ ობოლაშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავამ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა.
1761829144
საზოგადოებაგივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდ...
1761828269
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს „ნაცმოძრაობას“
მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ წლების განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას. „კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ...
1761826563
ახალი ამბებინინო წილოსანი: პარტიის აკრძალვის ძირითადი მიზეზი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერაა, გულდასაწყვეტია, რომ ევროპის რიგი სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაცმოძრაობის“ დასაცავად გამოდის
აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები, თუ სხვადას...
1761822861
ახალი ამბებიპირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაც...
1761821723
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იარაღებიდან გასროლის კადრები და ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები და გავარკვიე ეს ვიდეო გადაღებულია სოფელ ორსანტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შვილის ქორწილში
„ამ ვიდეოს, ჩემი პოსტის შემდეგ ალბათ „მთავარი არხი“ მალევე წაშლის, მაგრამ არაუშავს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ეს მავნებლები აუცილებლად ვამხილოთ. გუშინ ოპოზიციის პროპაგანდისტულმა „მედიამ“ გამოაქვეყნა კად...


























