პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785529299

მსოფლიო

ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ფრანკო ბარეზი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია „მილანმა“ სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.  გასულ წელს ბარეზის ფილტვზე აღ...

ფრანკო ბარეზი

1785527360

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პედრო სანჩესს სეუტაში მიგრაციული კრიზისის ფონზე დახმარება შესთავაზა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ესაუბრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს და სეუტაში მიგრაციული კრიზისის ფონზე დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელ...

მაკრონი მაკრონი

1785526377

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე...აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რო...

ჭადარი ჭადარი

1785524741

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი სუეტის კრიზისზე: ესპანეთს აქვს ვალდებულება დაუყოვნებლივ აღადგინოს კონტროლი

სუეტაში შექმნილ მძიმე მიგრაციულ კრიზისს გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ესპანეთმა ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება უპირობოდ უნდა უზრუნველყოს, ეს მას შემდეგ გახდა კრიტიკუ...

ფრიდრიხ მერცი

1785522204

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია

„ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტ...

ვატო შაქარიშვილი