თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე...აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები.
ერთ-ერთ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიანი ჭადარი, რომელსაც ჩაუტარდა სხვლა-ფორმირება, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია მიწის საფარის ნაწილის მოხსნა და არსებობდა ხის მდგრადობის დარღვევისა და წაქცევის საფრთხე. სპეციალისტების რეკომენდაციით, ჩაატარა ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები, რაც მის უსაფრთხოდ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ამავე მიზნით, დაგეგმილია კიდევ ერთი ჭადრის გადაბელვა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ.
ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი მრავალწლიანი ხის მოჭრა არ იგეგმება. უფრო მეტიც, დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მწვანეს გახდის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1785515638
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო
„მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდა...
1785515342
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს, „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“ შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმია...
1785514038
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს
გიორგი გამსახურდია, სახელმწიფოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შესყიდვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუ...
1785512289
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლს...
1785510485
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელს, რეჟისორ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს. „ბატონ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ვულოცავ! მისი შემოქმედება...































