ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პედრო სანჩესს სეუტაში მიგრაციული კრიზისის ფონზე დახმარება შესთავაზა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ესაუბრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს და სეუტაში მიგრაციული კრიზისის ფონზე დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მისი თქმით, სანჩესთან საუბრისას ესპანეთს სოლიდარობა გამოუცხადა და „ყველა საჭირო დახმარება“ შესთავაზა, მათ შორის ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ მეშვეობით.
„მივესალმები მაროკოსთან მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის წყალობითაც დღეს უკვე 40 ათასზე მეტი ადამიანი დააბრუნეს სეუტიდან უკან, მაროკოში. ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრები მუდმივ კავშირზე იქნებიან, რათა ვითარებას ყურადღებით ადევნონ თვალი“, – წერს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სეუტიდან შენგენის ზონაში თავისუფლად მოხვედრა შეუძლებელია, რადგან ესპანეთის საზღვარზე კონტროლი მოქმედებს.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთმა უკვე გაამკაცრა კონტროლი ესპანეთთან საზღვარზე და დამატებითი ზომები მიიღო იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც წინა წლებშიც მოქმედებდა.
„სეუტიდან შენგენის ზონის დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლება არ მოქმედებს, თუმცა გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრს დავავალე, საჭიროების შემთხვევაში, ესპანეთთან ჩვენს საზღვარზე კონტროლი გაემკაცრებინა. ამისთვის უკვე მობილიზებულია მობილური ძალების ოთხი დანაყოფი, ასევე ჩართულია ავიაცია და დრონები“, – წერს მაკრონი
ცნობისთვის, სეუტა ესპანეთის ქალაქია ვიწრო ნახევარკუნძულზე, გიბრალტარის სრუტის მოპირდაპირედ, აფრიკის სანაპიროზე, რომელიც ყველა მხრიდან მაროკოს ტერიტორიით არის გარშემორტყმული. ბოლო დღეებში იქ ათასობით ადამიანი ჩავიდა ცურვით, რათა ევროპაში მოხვედრილიყო. სხვადასხვა შეფასებით, მათი რაოდენობა 40-დან 60 ათასამდე მერყეობს.
ევროპელი მაღალჩინოსნების ნაწილი სეუტაში განვითარებულ მოვლენებს 2015 წლის მიგრაციულ კრიზისს ადარებს, რომელიც სირიის ომის პიკს დაემთხვა.
Face à la situation migratoire à Ceuta, j’ai été en contact avec le Président du gouvernement espagnol pour marquer notre solidarité et proposer toute aide nécessaire, y compris via Frontex.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 31, 2026
Je salue la coopération en cours avec le Maroc,…
1785515638
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო
„მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდა...
1785515342
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს, „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“ შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმია...
1785514038
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს
გიორგი გამსახურდია, სახელმწიფოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შესყიდვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუ...
1785512289
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლს...
1785510485
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელს, რეჟისორ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს. „ბატონ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ვულოცავ! მისი შემოქმედება...






























