ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია

„ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

„ერთდროულად ათეულობით ათასი არალეგალის შეღწევა ეს მიგრაციის საკითხიც აღარ არის, ეს ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში შეჭრას, რის წინააღმდეგაც ვერაფერს აკეთებს ვერც ესპანეთის ხელისუფლება და ვერც ბრიუსელის ბიუროკრატია. უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. წევრ ქვეყნებში დანაშაულის ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით ასეულობით ათასი კრიმინალური აქტი სწორედ არალეგალი მიგრანტების მიერაა ჩადენილი. ავსტრიაში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში პატიმართა 50%-მდე ამ ქვეყნებში ჩასული მიგრანტებისგან შედგება. ძარცვა, ქურდობა, გაუპატიურება, ძალადობა ეს იმ დანაშაულთა ჩამონათვალია, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ქალაქებში უკვე ყოველდღიურობად იქცა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარდა, უკონტროლო მიგრაციამ ევროპული ქვეყნები იდენტობის დაკარგვის რეალური რისკის წინაშე დააყენა. როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, ევროკავშირის მასშტაბით გარდაცვალება აღემატება შობადობას, მაგრამ ამ ფონზე ევროპის მოსახლეობა მაინც იზრდება და იზრდება სწორედ მიგრანტების ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის ეტაპობრივი ჩანაცვლება. ზოგადად მიგრაციის საკითხი და კონკრეტულად ესპანეთის მიგრაციული კრიზისიც ევროკავშირის შიგნით განხეთქილების საგანია, რამაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ შენგენის ზონის მომავალი. მიუხედავად ესპანეთის მიმართ დეკლარირებული სოლიდარობისა, ევროკავშირის სხვა ქვეყნები ცდილობენ თავიდან აიცილონ მიგრანტების მეორადი გადაადგილება თავიანთ ტერიტორიებზე, ჯორჯია მელონმა განაცხადა, რომ იტალია მზად არის, ევროპის საზღვრების დასაცავად საგანგებო ზომები მიიღოს, მათ შორის, შეაჩეროს ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედება. ევროკავშირი ღრმა კრიზისებშია, ეს არის დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანება, რომლისგანაც საქართველომ თავი შორს უნდა დაიჭიროს. დღეს ევროკავშირი არის მრავალსართულიანი დიდი შენობა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით“, - წერს შაქარიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785514038

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

გიორგი გამსახურდია, სახელმწიფოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შესყიდვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუ...

გიორგი გამსახურდია

1785512289

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლს...

შიდა ქართლის პოლიციამ

1785510485

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელს, რეჟისორ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს. „ბატონ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ვულოცავ! მისი შემოქმედება...

მიხეილ ყაველაშვილი

1785510401

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებით მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, მაგრამ მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ყ...

მიხეილ სარჯველაძე

1785508323

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ის მხრიდან

ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი და იმავეს მოველით აშშ-ის მხრიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა...

მაკა ბოჭორიშვილი