მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული.
მინისტრის განცხადებით, როგორც ცენტრალური აზიის, ისე აზიის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება არ ნიშნავს რომელიმე ერთი პარტნიორის არჩევას, არამედ მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას, ეკონომიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენებასა და ქვეყნის სტრატეგიული როლის განმტკიცებას.
„რა თქმა უნდა ეს არ არის არანაირად დაკავშირებული რაღაც არჩევანის გაკეთებასთან და ერთი პარტნიორის არჩევასთან. ეს იქნებოდა დიდი შეცდომა საქართველოს მხრიდან, დღევანდელ მსოფლიოში და, ზოგადად, ნებისმიერ დროს, მაგრამ დღეს ალბათ განსაკუთრებით, რომ ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ეს იქნებოდა ნამდვილად დიდი შეცდომა. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მიზნები გვაქვს. ის გაცხადებულია, ის წერია საქართველოს კონსტიტუციაში, თუმცა ეს ნამდვილად არ გამორიცხავს, პირიქით, საჭიროებს ჩვენი პარტნიორობების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, სადაც კი შესაძლებელი იქნება და სადაც კი საქართველოს ინტერესი შეიძლება იყოს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება ეფუძნება ორმხრივ ინტერესს და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით. მისი შეფასებით, აღნიშნული ქვეყნები მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ.
მინისტრის თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და შუა დერეფნის მზარდი როლი ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს უქმნის, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და რეგიონული დაკავშირებადობის ფუნქცია.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მხოლოდ რუკაზე დახედვაც არის საკმარისი, რომ განსაზღვროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სხვადასხვა რეგიონებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გარშემო ცხელი წერტილები ესე ვთქვათ გრძელვადიან ცხელ წერტილებად არის მონიშნული და ამ პირობებში რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ შუა დერეფანი და დაკავშირებადობაზე საუბარი ჩვენს პარტნიორებთან,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება იმ რეგიონებთან თანამშრომლობის გაძლიერება, სადაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების რეალიზებისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რაც საბოლოოდ საქართველოს საერთაშორისო პოზიციების, ეკონომიკური განვითარების და რეგიონული როლის განმტკიცებას უწყობს ხელს.
1785566266
საზოგადოებაPOLITICO: ესპანურ სეუტაში შესული თითქმის ყველა უკანონო მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს
მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 ათასი მიგრანტიდან 48 300-ზე მეტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ინფორმაციას POLITICO ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. „ადამია...
1785563739
საზოგადოებატრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლ...
1785530991
მსოფლიოCorriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della...
1785529299
მსოფლიოლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა
იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ფრანკო ბარეზი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია „მილანმა“ სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა. გასულ წელს ბარეზის ფილტვზე აღ...
1785527360
მსოფლიოემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პედრო სანჩესს სეუტაში მიგრაციული კრიზისის ფონზე დახმარება შესთავაზა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ესაუბრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს და სეუტაში მიგრაციული კრიზისის ფონზე დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელ...



























