ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ფრანკო ბარეზი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია „მილანმა“ სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა. 

გასულ წელს ბარეზის ფილტვზე აღმოჩენილი კვანძის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული „მილანის“ ცხოვრებაში და კლუბის საპატიო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ფრანკო ბარეზიმ მთელი პროფესიული კარიერა მხოლოდ „მილანში“ გაატარა. 1977-1997 წლებში მან „როსონერის“ მაისურით 719 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. მისი კარიერის დასრულების შემდეგ იტალიურმა კლუბმა 6-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გააუქმა.

ბარეზიმ „მილანთან“ ერთად ექვსჯერ იტალიის ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი, ოთხჯერ იტალიის სუპერთასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბარეზიმ 81 მატჩი ჩაატარა. 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 1990 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 1994 წელს „სკუადრა აძურას“ კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785517894

ახალი ამბები

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

„დღეს კობა დავითაშვილი 55 წლის გახდა... არიან ადამიანები, რომელთა ღირსებას, ჰუმანიზმს, ნათელ გონებას, სიმამაცეს, სიყვარულისა და თავგანწირვის უნარს ვერასოდეს ვივიწყებთ, ჩვენი გულთამპყრობელია მისი ადამი...

მაკა სახურია

1785515638

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

„მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდა...

მიხეილ სარჯველაძე

1785515342

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს, „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“ შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმია...

თამთა მეგრელიშვილი

1785514038

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

გიორგი გამსახურდია, სახელმწიფოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შესყიდვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუ...

გიორგი გამსახურდია

1785512289

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლს...

შიდა ქართლის პოლიციამ