მიხეილ სარჯველაძე: 2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, 1 600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა

„2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, განხორციელდა ისეთი სერიოზული რეფორმა, როგორიც არის ფსიქოტროპული ნივთიერებების აბსოლუტურად ახლებური რეგლამენტაცია.

„რეფორმა უკავშირდება ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის ცვლილებას, რაც, რა თქმა უნდა, იძლევა უკეთეს შესაძლებლობებს სამომავლოდ, რომ სრულიად ახლებურად გააზრება მოხდეს ფუნქციურად, თვისობრივად დარეგულირდეს ეს საკითხი და რეალურად მთელი ეს სექტორი ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს - მართლაც ზიანის შემცირებასა და რეალურ მკურნალობაზე იყოს ორიენტირებული. იყო ტრადიციულად და სტანდარტულად გამოწვევებით აღსავსე, თუმცა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული წარმატებებიც. მაგალითად, ქვეყანა აღიარეს მალარიისგან თავისუფალ სახელმწიფოდ და არაერთი ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ქართული ჯანდაცვის სისტემამ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, სოციალური მიმართულებებით იყო ძალიან საინტერესო წელი.

„დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიც არის სოციალური პროგრამების ეფექტიანობის ანალიტიკა, ამ ინსტრუმენტების დანერგვაზე იმუშავა სამინისტრომ და მომდევნო წელს გაცილებით მეტი იქნება შესაძლებლობები. იყო გამორჩეული მაგალითად, სოციალური მიმართულებით, პერსონალური ასისტენტის სერვისი დამკვიდრდა და 34 მუნიციპალიტეტში წარმატებული პილოტირება განხორციელდა. არაერთი მიმართულებით 42 ქვეკომპონენტიდან წელს რაც იყო დაგეგმილი, 17 შემთხვევაში გაზრდილი იყო ანაზღაურება, ამან უკეთესი შესაძლებლობები გააჩინა, მათ შორის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით.

საბედნიეროდ ეს ტრადიცია ნარჩუნდება და მომდევნო წელსაც გვაქვს ზრდა. ორივე მიმართულებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას აქვს, ეს უპირველესად ხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობას როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროექტების მიმართულებით. საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა ნარჩუნდება და მომდევნო წელიც ამ თვალსაზრისით, იქნება უპრეცედენტოდ დიდი შესაძლებლობების წელიწადი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, დიდი მასშტაბი შეიძინა იმ პროგრამამ, რასაც ჰქვია დევნილთა განსახლების პროგრამა.

„1 600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა. პროგრამა გრძელდება და საზოგადოებამ იცის, რომ არაერთ ქალაქში პარალელურად ხორციელდება მასშტაბური პროექტები ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს რეალურად ნიშნავს დასტურს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სერიოზულად განწყობილია ამ პრობლემის გადასაჭრელად“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767164194

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 13 ძებნილი პირია

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. კომპლექსურ...

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 13 ძებნილი პირია

1767163138

ახალი ამბები

პოლიციამ მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამ...

 ერთი პირი დააკავა

1767162882

ახალი ამბები

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამ...

საკოორდინაციო კომისია შეიქმნა

1767161238

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 31 დეკემბერს საქართველოში

 გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 3 იანვრამდე საქართველოში...

ამინდი

1767127008

მსოფლიო

ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი აირჩია

 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი შეარჩია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას...

ააა