პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 9 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული დ.ხ.; 1987 წელს დაბადებული ო.მ.; 1985 წელს ნ. მ., 2004 წელს დაბადებული მ.ტ., 1995 წელს დაბადებული ო.ო., წარსულში ნასამართლევები: 1983 წელს დაბადებული დ.ქ., 1990 წელს დაბადებული ვ.ხ., 1976 წელს დაბადებული ნ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.ა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.
ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1761942399
ახალი ამბები1-ელ ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი
1-ელ ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას და კონკრეტულ გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდ...
1761939433
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, კომპლექსში - „Silk Road Samarkand“ - ქართული პავილიონი გახსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, კომპლექსში - „Silk Road Samarkand“ - ქართული პავილიონი გახსნა. ინფორმ...
1761933838
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს არ განაახლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისგან ბოდიში მიიღო „ანტიტარიფული“ სატელევიზიო რეკლამისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკ...
1761931376
მსოფლიოთურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც 78 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 11 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
თურქეთში თერთმეტ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ბოლუს პროვინციაში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე იანვარში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც 78 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთი...
1761929349
ახალი ამბებიბესიკ კალაძე: ძალისხმევას არ დავაკლებ, რათა გლდანი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს - მადლობა დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და თბილისის საკრებულოს გამოცხადებული ნდობისთვის
ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა კვლავ გლდანის რაიონის გამგებლად დანიშვნა, - წერს სოციალურ ქსელში ბესიკ კალაძე. გლდანის გამგებელი კახა კალაძეს და თბილისის საკრებულოს გამოცხადებული ნდობისთვის...































