მაკა ბოჭორიშვილმა ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, კომპლექსში - „Silk Road Samarkand“ - ქართული პავილიონი გახსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, კომპლექსში - „Silk Road Samarkand“ - ქართული პავილიონი გახსნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გახსნის ცერემონიას დაესწრო იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე.
ექსპოზიცია ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას - ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციასა და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას ეძღვნება და კულტურის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მოეწყო.
გამოფენა მოიცავს ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული უნიკალური ექსპონატების ასლებს. პავილიონში ასევე წარმოდგენილია სტენდები, რომლებზეც ასახულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და არამატერიალური მემკვიდრეობა.
1761926121
სპორტიმათე გოგობერიშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბო...
1761924100
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: 10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე
10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ა...
1761922478
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვე...
1761921508
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7139 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761919549
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: აუცილებელია, სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება
„უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუ...































