პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადებისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ო. და კუბის რესპუბლიკის მოქალაქე 1991 წელს დაბადებული მ.ს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული „მეთადონი" და „გამომშრალი მარიხუანა“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე პრიმა, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1761944215
მსოფლიოCNN: პენტაგონმა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების ნებართვა გასცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპს ეკუთვნის
პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე მწვანე შუქი აუნთო. თავდაცვის დეპარტამენტის გამოთვლებით, კიევისთვის ასეთი დახმარება ამერიკულ არსენალზე უარყოფითად არ...
1761942399
ახალი ამბები1-ელ ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი
1-ელ ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას და კონკრეტულ გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდ...
1761939433
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, კომპლექსში - „Silk Road Samarkand“ - ქართული პავილიონი გახსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, კომპლექსში - „Silk Road Samarkand“ - ქართული პავილიონი გახსნა. ინფორმ...
1761933838
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს არ განაახლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისგან ბოდიში მიიღო „ანტიტარიფული“ სატელევიზიო რეკლამისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკ...
1761931376
მსოფლიოთურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც 78 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 11 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
თურქეთში თერთმეტ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ბოლუს პროვინციაში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე იანვარში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც 78 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთი...































