პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით - უკრაინის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ვ.რ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2003 წელს დაბადებული ა.რ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767851459

ახალი ამბები

აშშ ვენეციის კომისიას ტოვებს

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ორგანიზაციების სია, რომლის დატოვებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აპირებს. აღნიშნულ ჩამონათვალში არის ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაც. გარდა ამისა, აშშ გეგმავს უკ...

აშშ ვენეციის კომისიას ტოვებს

1767848440

მსოფლიო

აშშ ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს

ტრამპის ადმინისტრაცია ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ხელშეკრულებას, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწესებს....

ორგანიზაცია

1767817589

მსოფლიო

რუბიომ ვენესუელასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის სამფაზიანი გეგმა წარადგინა

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვენესუელას დროებით მთავრობასთან „მეტი შეთანხმება იქნება მიღწეული“ და რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელისთვის სამ ფაზას გეგმავს: სტაბილიზაციას,...

მარკო რუბიო

1767814141

მსოფლიო

სიიარტო: უნგრეთი უარყოფს პარიზის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ომის გაგრძელებას ითვალისწინებს

 უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ 6 იანვარს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ლიდერებმა „ომის გაგრძელების შესახებ შემდგომი გადაწყვეტილებები“ მიიღეს. სიიარტოს თქმ...

პიტერ სიარტო

1767812546

მსოფლიო

თეთრი სახლი: ვენესუელის დროებით ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ და მათი გადაწყვეტილებები აშშ-ის მიერ იქნება ნაკარნახევი

 ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ შეერთებულ შტატებს ვენესუელის დროებით ხელისუფლებაზე „მაქსიმალური ბერკეტები“ აქვს და მათ მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავად განსაზღვრავს, განაცხადა თეთრი სახლ...

თეთრი სახლი