პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით
დაკავებული არიან: 2005 წელს დაბადებული: გ.ა.,1982 წელს დაბადებული რ.შ., 1995 წელს დაბადებული მ.კ. წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ჯ.დ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.ნ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ. და 1986 წელს დაბადებული რ.ე.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ „ალფა-პვპ“ და „მცენარე კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1760173345
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია
„მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება სიტყვა წარმოვთქვა დღევანდელ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც სახელმწიფოს სახელით ვაჯილდოებთ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებს,” - ამის შესახებ საქ...
1760172438
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა...
1760169611
ახალი ამბებიგიორგი ფხაკაძე: ოპოზიციამ საკუთარი თავი აჩვენა თავიდან ბოლომდე, ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ილაპარაკებს ფაქტებზე, მიანიშნებს შეცდომებზე - დავიღალეთ ამ რევოლუციით, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სტაბილურობა
რევოლუციების ისტორიამ გვაჩვენა რომ რევოლუციები, ზოგადად მთავრდება ძალიან სისხლიანად. არ გვინდა ეს რევოლუციები, რაღა დროს ეგ არის - არჩევნები, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძე...
1760169318
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს...
1760167316
ახალი ამბები„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას
„ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას“, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართვ...