პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის: 64 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, 48 შეკვრად დაფასოებული „ალფა-პვპ“, ასევე, „კეტამინი“, „კოკაინი“, „კლეფედრონი“, „მარიხუანა“ და 2 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795581949

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს მოისმენს. სუს-ის ანგარიშს ჯერ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე გაეცნობიან, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხ...

სუსი  სუსი

1795553751

მსოფლიო

ავიაკატასტროფა თურქეთში - ვერტმფრენის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

„თურქეთში, ესქიშეჰირიში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერ...

ავიაკატასტროფა თურქეთში

1795553634

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს

„საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მ...

ჯეიჰუნ ბაირამოვი

1795551823

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა....

მაკა ბოჭორიშვილი

1795548500

ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი ფიცხელიანი სუროგაციის აკრძალვაზე: ეს ყველაფერი როდესაც კეთდება არა საკუთარი შვილისთვის, არამედ კომერციული მიზნებით, ძალიან ხშირ შემთხვევებში ეთიკურ დილემებს წარმოშობს, რომელთან შეხებაც ეკლესიას უხდება ხოლმე

ეს ყველაფერი როდესაც კეთდება არა საკუთარი შვილისთვის, არამედ კომერციული მიზნებით, ძალიან ხშირ შემთხვევებში ეთიკურ დილემებს წარმოშობს, რომელთან შეხებაც ეკლესიას უხდება ხოლმე, - განაცხადა მთაწმინდის მამ...

დეკანოზი გიორგი ფიცხელიანი