პოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795516445

ახალი ამბები

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი იყო - დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს 1 პირი დაიღუპა. არსებული ცნობით, კონფლიქტის დროს 65 წლამდე კაცი წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფიზიკუ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1795515373

საზოგადოება

გორდულაძე: დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის - 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა კონკრეტული სია და სასამართლოში წარმოდგენილია თუ არა კონკრ...

არჩილ გორდულაძე

1795514689

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მ...

პროკურატურა

1795513955

საზოგადოება

არქიმანდრიტი: რაც ხდება, ყველაფერს ამბობს პატრიარქი, მაგრამ ჩვენ არ ვართ კანონმდებლები - ჩვენი მოვალეობაა მოვუწოდოთ სინანულისკენ, არ გვაქვს უფლება, როგორც კომუნისტები მორწმუნეებს კლავდნენ, ჩვენც ასევე ვინც ღმერთის მტერია, ისინი ჩავქოლოთ და ავკრძალოთ

„გულით ლოცვას, სიყვარულით ლოცვას ისმენს ღმერთი და განსაკუთრებით გირჩევთ, ყოველ დილას ვილოცოთ, რომ არ იყოს პოლიგონი, არ იყოს პოლიცია, სხვადასხვა მოსაზრების გამო ერთმანეთი არ შევჭამოთ“, - ამის შესახებ ა...

არქიმანდრიტი ბენიამინი

1795509820

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...

ირაკლი კობახიძე