კვლევის მიხედვით, გერმანელთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ემხრობა

ჰამბურგში დაფუძნებული „კიორბერის ფონდის“ (Körber Foundation) გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში გამოკითხულთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა, 46% კი სამხედრო დახმარების გაგრძელებას უჭერს მხარს.

ერთი წლის წინ ჩატარებულ კვლევაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გამოკითხულთა 59% ემხრობოდა.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ განსაკუთრებით მკვეთრად ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდამჭერები გამოდიან. კვლევის თანახმად, პარტიის ამომრჩეველთა 88% უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება.

ამასთან, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთი სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე გერმანიის მკაცრი პასუხის მიმართ საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია. მაგალითად, ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობის შემდეგ, მაისის დასაწყისში გერმანიამ ბონში რუსეთის საკონსულო დახურა. გამოკითხულთა 51% მსგავს საპასუხო ზომებს მხარს უჭერს, 46% კი უფრო თავშეკავებულ მიდგომას ემხრობა.

ამასთან, კვლევის თანახმად, გერმანიის მოსახლეობაში იზრდება შეშფოთება საერთაშორისო ვითარების გამო. გამოკითხულთა 65% შიშობს, რომ მსოფლიოში ახალი სამხედრო კონფლიქტები დაიწყება. ამასთან, 48% მიიჩნევს, რომ გერმანიამ საერთაშორისო საკითხებში უფრო თავშეკავებული პოზიცია უნდა დაიკავოს. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით ხუთი პუნქტით არის გაზრდილი.

ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 40% ემხრობა გერმანიის უფრო აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო პროცესებში, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 48% იყო.

კვლევის თანახმად, გერმანიის მოსახლეობაში შედარებით ნაკლებ შეშფოთებას იწვევს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი.

კვლევა, „კიორბერის ფონდის“ დაკვეთით, სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა, Forsa-მ ჩაატარა. 2026 წლის 15-28 სექტემბერს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით გერმანიაში ხმის მიცემის უფლების მქონე 1 501 მოქალაქე გამოკითხეს. კვლევის ცდომილების ზღვარი 2.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795553634

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს

„საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მ...

ჯეიჰუნ ბაირამოვი

1795551823

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა....

მაკა ბოჭორიშვილი

1795548500

ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი ფიცხელიანი სუროგაციის აკრძალვაზე: ეს ყველაფერი როდესაც კეთდება არა საკუთარი შვილისთვის, არამედ კომერციული მიზნებით, ძალიან ხშირ შემთხვევებში ეთიკურ დილემებს წარმოშობს, რომელთან შეხებაც ეკლესიას უხდება ხოლმე

ეს ყველაფერი როდესაც კეთდება არა საკუთარი შვილისთვის, არამედ კომერციული მიზნებით, ძალიან ხშირ შემთხვევებში ეთიკურ დილემებს წარმოშობს, რომელთან შეხებაც ეკლესიას უხდება ხოლმე, - განაცხადა მთაწმინდის მამ...

დეკანოზი გიორგი ფიცხელიანი

1795544752

მსოფლიო

სანდუს პოლიტიკამ მოლდოველი გლეხები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - რატომ ვერ გააქვს მოლდოვას ვაშლი ევროკავშირში და რატომ რჩება მოსავალი ბაღებში

მოლდოვაში ვაშლის უხვი მოსავლის ფონზე ფერმერები პროდუქციის რეალიზაციის მწვავე პრობლემებს აწყდებიან. ფლორეშტის რაიონში მხოლოდ ერთ ფერმერს სემიონ დონცოვს, მისივე თქმით, საწყობებსა და ბაღებში დაახლოებით 5...

ვაშლის ექსპორტი

1795542055

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: 2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა

„2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ს...

მაკა ბოჭორიშვილი